ბაგრატის ტაძარი___ ქუთაისში, უქიმერონის გორაზე მდებარეობს, ტაძარი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოდ ითვლება და ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის სახელს ატარებს. ტაძრის მშენებლობა დაიწყო X საუკუნის ბოლო მეოთხედში და 1003 წელს დამთავრდა.
ულამაზესი ხედი იშლება ბაგრატის ტაძრის ეზოდან, ქალაქ ქუთაისის…
ეს უნდა ნახოთ…
გელათის მონასტერი___ 1106 წელს დაარსდა, დავით აღმაშენებლის თაოსნობით. მონასტრის გალავნის სამხრეთით დავით აღმაშენებლის საფლავია.
ტერიტორიულად ქუთაისთან ახლოს რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
მონასტრის ეზოში რომ შეხვალთ,დიდ ეზოში ვიწრო ბილიკზე მოსიარულე, ნამდვილად იგრძნობთ, რომ სიმშვიდის და სილამაზის სამყაროს ეზიარეთ, ისეთი გრძნობაა თითქოს ღმერთთან ძალიან ახლოს ხართ. ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მიყვარს იქ ყოფნა, მიყვარს როცა შემოსასვლელთან ვტოვებ უარყოფით აურას და დადებითით ვივსები…
ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა კიდევ და შეიძლება უამრავი ვილაპარაკო, მაგრამ სიტყვები ხომ ვევ გადმოქცემთ იმის ნახევარ განცდასაც კი , როცა თქვენი თვალით ნახავთ ყველაფერს,გაეცნობით და დაათვარიელებთ ისტორიის უდიდეს საგანძურს…
მოწამეთის სამონასტრო___ კომპლექსი გელათის თაძართან ახლოს მდებარეობს, იგი აგებულია წმინდანი ძმების დავითისა და კონსტანტინე მხეიძეების სახელის უკვდავების ნიშნად.
საოცარი და განუმეორებელი ბუნება მოწამეთის სამონასტრო კომპლექსის ირგვლის ულამაზეს სანახაობას ქმნის…
ეს უნდა ნახოთ… ეს ჩვენი ქვეყანაა ... აქ იმერეთია...
levan25