საქველმოქმედო მუსიკალური ფესტივალი, მიმდინარეობდა, სახელწოდებით „არტ-ნოტი“, დარბაზი გაივსო მაყურებლით, მათი დიდი ნაწილი ბავშვები იყო. აქ ჩვენ ორგანიზატორებს ვესაუბრეთ ამ საღამოსთან დაკავშირებით:
ჯენი კვანტალიანი: „დღევანდელი საღამო საქველმოქმედოა, ფესტივალს მე და მაკუნა სულაკაძე ვხელმძღვანელობთ. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ სპონტანურად,ანუ იდეის დონეზე იყო, რომ მიუსაფარ ბავშვებს დავხმარებოდით. ჩვენ გადავწყვიტეთ, ერთი დღე სწორედ ამ ბავშვებისთვის მიგვეძღვნა. გრანდიოზულ ფესტივალს, უძღვება ნუგზარ კვაშალი. მოწვეულნი არიან დისნეის სხვადასხვა გმირები, მულტიპლიკაციური პერსონაჟები, ასევე იქნება პეპი გრძელი წინდა, რომელიც გაართობს ბავშვებს და, რაც ყველაზე აღსანიშნავია, ქუთაისში პირველი შემთხვევა, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ ბავშვები მონაწილეობას, ესენი არიან, თბილისიდან, ზღვისპირეთიდან, ასევე სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ბავშვები სტუდიების სახით,ისინი ეწევიან დღეს ქველმოქმედებას“.
მაკუნა სულაკაძე: „ეს საღამო კეთდება ადამიანებისთვის, რომლებსაც აკლიათ სულიერი, რაღაც მატერიალურ სიკეთეებთან ერთად. მათ გავულამაზეთ ცხოვრების ერთი დღე. ამ საღამოს მოჰყვება გაგრძელებები, ამაში გვეხმარება ქალბატონი როზა დვალიშვილი, ოპერის თეატრი მზად არის ჩვენთან ითანამშრომლოს, ბავშვთა სახლებს დაუდგეს გვერდით და მსგავსი საღამოები ჩაატაროს. არიან ადამიანები, ჩვენი მეგობარი კომპანიები, რომლებმაც ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისათვის გაიღეს გარკვეული საჩუქრები. დღეს ეს ბავშვები ჩვენი სტუმრები არიან.
ასევე გავესაუბრეთ ანსამბლ „ივერიის“ ერთ-ერთ ვარსკვლავს და ამ საღამოს წამყვანს ნუგზარ კვაშალს.
ნუგზარ კვაშალი: „საერთოდ საქველმოქმედო აქციას ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს, როცა ეს ბავშვებს ეხებათ მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დიდი მოფერება სჭირდებათ ბავშვებს, რომლებსაც აკლიათ სიყვარული. დღეს ორმოცდაცხრამეტი ნომერია კონცერტში, უმღერებენ იმას, რასაც დიდი სიყვარული, მეგობრობა, სიკეთე და სილამაზე ჰქვია, ეს უნდა იყოს მუდამ რადგან ასეთი ბავშვები, სამწუხაროდ, ყოველთვის იქნებიან და ვეცადოთ, რომ ხშირად ჩავეხუტოთ მათ„.
ფესტივალი ანსამბლმა „ფიონმა“ გახსნა, რამდენიმე წუთში კი სცენაზე საღამოს წამყვანი ნუგზარ კვაშალიც გამოჩნდდა, მან დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ სცენას ქალბატონი დაიკავებდა სიმღერით.ყველა იმის მოლოდინში იყო, რომ ვინმე სრულწლოვანი გოგონა წარსდგებოდა პუბლიკის წინაშე. როცა ოპერის დიდ სცენაზე 3 წლის ელენე გამოჩნდა, გაოცებული მაყურებელი აღტაცებით უკრავდა ტაშს.
ვესაუბრეთ დამსწრეებს, თუ რას ფიქობდნენ ამ საღამოსთან დაკავშირებით:
ქეთი, 22 წლის: „მისასალმებელია, როცა მსგავსი სახის საღამოები ეწყობა, განსაკუთრებით კარგია, ბავშვები რომ აქტიურად არიან ჩართულნი თავიანთი თანატოლების თანადგომისთვის“.
ზურა, 25 წლის: „საინტერესო და ლამაზი საღამოა, მიხარია, რომ ეს ყველაფერი ქუთაისში ხდება, რაც ყველაზე მთავარია, დღევანდელი დღე ხომ ქველმოქმედებას ემსახურება“.
დარბაზში ემოციური რეპლიკა გაისმა: „ბავშვობაში დავბრუნდი“! იმდენად ხმამაღალმა და გულწრფელად გაიჟღერა ამ ფრაზამ პარტერში, რომ ხალხი მომღიმარი სახით და თვალებით ეძებდა ამ სიტყვების ავტორს.
საღამო სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, საინიციატივო ჯგუფმა „ვთქვათ და ვაკეთოთ უფრო მეტი“ - ასეთი ლამაზი დღე აჩუქეს ბავშვებს და არა მარტო მათ, - ყველა ასაკის ადამიანი ინტერესით ადევნებდა თვალყურს ფესტივალს.
levan25
yochag levan!!!
ReplyDeletemartlac rom momewona sheni dawerili masala :)
warmatebebi da winsvla minda gisurvot shen da shens norch bloggs :D:D
mokled levan gvanebivreb da gvanebivreb sheni msalebit, kargi gonisdzieba iyo da ufro kagat kide gashuqebuli, madloba rom arsebobs aseti blogi
ReplyDeletegaixaret tqveen___didi madlobaa___mec minda didi carmatebebi gisurvod:))))
ReplyDeletenodars moswons dzalian nugzari :)))) posti momwons levan :))))
ReplyDelete:D aqac nodari ? ___:d______madloba ro posti mogcons:))))
ReplyDelete