ნიკო ლორთქიფანიძე დაიბადა 1880 წლის 29 სექტემბერს, იმერეთში, წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეშში. მწერალი იმერელ თავადთა შთამომავალი გახლდათ. მისი მოთხრობებია: “გული”, “ტრაგედია უგმიროდ”, “საბა”, “ძლიერნი სულნი” და კიდევ ბევრი სხვა, მწერლის ემოციით გაჟღენთილი მოთხრობები. რამოდენიმე დღის წინ მე და ჩემმა კოლეგებმა (ჟურნალისტებმა) გადავწყვიტეთ წყალტუბოში წავსულიყავით და იქვე ახლოს სოფელ ჩუნეშში ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი გვენახა, გვენახა ის ადგილი სადაც არაერთი გენიალური და უკვდავი მოთხრობები შეიქმნა. სიმართლე გითხრათ ნიკოს სახლ-მუზეუმში პირველად გახლდით, ულამაზესი ადგილია, როცა ეზოში შევედით, სიმწვანეში ჩაფლული ნიკოს სახლი ისე თბილად ანათებდა შორიდან, ფეხს ავუჩქარეთ ერთი სული გვქონდა სახლში როდის შევიდოდით, დიდი ტრიალი მინდორის გავლის შემდეგ ერთი სტუმართმოყვარე კაცი რომელიც იმ დღეს მორიგე იყო და ნიკოს კარ-მიდამოს უვლიდა ძალიან თბილად შეგვხვდა და დიდი მწერლის სახლიც დაგვათვარიელებინა. ლორთქიფანიძის სახლში რომ შევედი სასიამოვნო სიძველის სუნი იდგა, ვნახეთ მისი საწერი მაგიდა, მისი საძინებელი, უამრავი ფოტო, სახლში 4 ოთახია, ყველა ოთახს თავისი ბუხარი აქვს, რაც კიდევ უფრო სიძველის ეფექტს იძლევა. თითქოს ნიკო იმ წუთებშიც ქმნიდა ღირებულს ისეთი შეგრძნება დამეუფლა, მართლა მთელი გულით და უკვე მერამდენედ ვიამაყე რომ ქართველი ვარ. უმშვენიერესი დიდი ეზო დავათვარიელეთ, ბევრი ფოტო გადავიღეთ, და დადებითი ემოციებით დატვირთული დავბრუნდით უკან...
levan25
mizaria rom arsebobs blogi, romelis msgacs tematikazea, mixarom rom axalgazrdebshi kvlav is is pativiscema rac am adamianebis mimart gagvachnia, levan madloba rom msgavsi saintereso temebit gvanebivreb :p
ReplyDeletemec maxarebs is faqti, rom mogwonT blogis es mimartuleba...:)
ReplyDeleteმართლა ძალიან კარგი ადგილია, ლევან. სრულიად გეთანხმები. სირცხვილია ქარტველებს ასეთი სილამაზე გვქონდეს და არ ვიცოდეთ. ძალიან მომეწონა შენი პოსტი, მეტი სურათებით რომ გაგემდიდრებინა კარგი იქნებოდა (ეს რჩევაა უბრალოდ). :))) წარმატებებს გისურვებ.
ReplyDeleteისე რა იქნება კარგი იცი? იმერეთში რაც გვაქვს ასეთი ღირსშესანიშნავი ადგილები ყველა რომ მოინახულო და შენი ბლოგის მეშვეობით ჩვენც გაგვაცნო :))) ცოტა ძვირი კი დაგიჯდება, მაგრამ კარგი გამოვა :)))
ReplyDeletedidi survili maq imeretshi da ara marto imeretshi yvela girshesanishnavi adgili movinaxulo, magram...........rac agnishne, egaa problema...:)))) vnaxot ra iqneba tu carmatebulad cavida blogis saqme mere...:))))
ReplyDelete